ცნობილი ბერძენი მომღერალი კოვიდ-19-ით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო საავადმყოფოშია მოთავსებული (ვიდეო)
ბერძნული მედიის ცნობით, ცნობილი მომღერალი ნიკოს იკონომოპულოსი ათენის „ევანგელიზმოს“ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ჟანგბადით თერაპია სჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის იკონომოპულოსი კორონავირუსით კუნძულ მიკონოსზე დასვენების დროს დაინფიცირდა. ათენში დაბრუნების შემდეგ მას მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა, ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და მომღერალი თვითიზოლაციაში გადავიდა. თავდაპირველად იგი სახლის პირობებში მკურნალობდა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა – იკონომოპულოსს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სუნთქვა უჭირდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მძიმე რესპირატორული უკმარისობის გამო მომღერალს ჟანგბადით თერაპია დასჭირდა ნაკადის მაღალი სიჩქარით.
ექიმები ამბობენ, რომ მომღერლის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მაინც ფრთხილობენ, რადგანაც იციან, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს კოვიდ-19-ის განვითარება.
გავრცელებული ინფორამაციით, იკონომოპულოსი ვაქცინირებული არ არის.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები