საზოგადოებასაქართველო

საქართველო ვირუსის გავრცელების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა – „დელტა“ შტამმა ლეტალობა 137%-ით გაზარდა, ჰოსპიტალიზაცია კი – 85%-ით

The New York Times-ის კორონავირუსის გლობალური სტატისტიკის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო COVID-19-ის გავრცელების უკანასკნელი დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 7-დღიანი საშუალო მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 101-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ .

საგანგაშო სტატისტიკაზე ისაუბრა „კურიერთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

„დელტა ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის „ალფა“, იგივე ე.წ. ბრიტანული მუტაცია. ლეტალობის მიხედვით, კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი.

ეს ორი მახასიათებელი უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა და მეტი ლეტალობა არის ის, რაც აისახა საქართველოს რეალობაშიც.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში შეაჩეროს ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება,” – თქვა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში Covid-ინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება მოვლენები. მინისტრის თქმით, ახლა ქვეყანა დამოკიდებულია მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე.

„ჩვენ გავაკეთეთ წინასწარი მოდელირებები და ახლა ქვეყანაში ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია“, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

10 აგვისტოს რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა ქვეყანაში – 5 697 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვლილი პაციენტი, მათ შორისაა 28 წლის ორსული ქალი, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა. როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ტარიელ კუხიანიძემ თქვა, მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა.

ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე იყო . მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს უდრიდა. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.

გააგრძელეთ კითხვა: https://sputnik-georgia.com/society/20210810/252553281/cercvaZe-quCaSi-mosiarule-inficirebulebze-kategoriulad-vTxov-mTavrobas-gaakontrolos-isini.html

საქართველოში მეორე დღეა, 5 ათასს აჭარბებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა. მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელიც: გასულ 24 საათში ინფიცირება დაუდგინდა კიდევ 5 352 ადამიანს, სამწუხაროდ, 48 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელდა 2 635 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 9,33%, ბოლო შვიდი დღის – 10,27%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 461 198 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 409 110  გამოჯანმრთელდა, 6 230 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 688 940 ადამიანი, ბოლო ერთ დღეში აიცრა 23 935 მოქალაქე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close