მსოფლიოპოლიტიკა

პენტაგონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

პენტაგონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. აღნიშნული განკარგულება 15 სექტემბრიდან შევა ძალაში. ინფორმაციას  ასოშიეითიდ პრესი“ (AP) ავრცელებს. 

„პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობას მოვიპოვებ, რომ ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

თავდაცვის მდივნის თქმით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) პასუხს ელოდება, რომ მან ვაქცინები საბოლოოდ დაამტკიცოს, რაც, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე მოხდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close