ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 აგვისტო

9-იდან 15 აგვისტომდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს კვირა კარგია იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც მაღალზნეობრივ იდეალებს უკავშირდება. ეს პერიოდი ხელსაყრელია თვითგანვითარებისთვის; კარგი შესაძლებლობები მიეცემათ მათ, ვინც კვლევით, რაიმე სახის პროგრესული საქმიანობით არის დაკავებული. ეს არის შესაფერისი დრო ინოვაციური იდეების განსახორციელებლად. კვირის ბოლოს ყურადღებით იყავით პირადი უსაფრთხოების კუთხით.

ვერძი

იდეალური დროა ახალი სამსახურის მოსაძებნად, თუ ძველით კმაყოფილი არ ხართ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ხელფასის გაზრდა. წინადადებები, რომელთაც შემოგთავაზებენ, სიფრთხილით უნდა მიიღოთ. ყურადღებით დაuკვირდეთ ახალ ნაცნობებს, რათა არ შეცდეთ. სასიკეთო დღეები: 10, 12. არასასიკეთო დღე: 9.

კურო

უმჯობესია მოიცილოთ კომპლექსები, რათა ირგვლივ მყოფებს თქვენი ნიჭი აჩვენოთ: არ ინანებთ! ამ კვირაში სურვილი გაგიჩნდებათ იყიდოთ ის, რაც აბსოლუტურად არ გჭირდებათ. შეეცადეთ გადალახოთ ეს სურვილი. 11 აგვისტოს, ოთხშაბათს, მიზანშეწონილია იყოთ მარტო და ყველა საქმისგან დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

ტყუპი

ამ კვირაში ბევრი საზრუნავი გექნებათ, მთავარია გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღოთ და შეცდომისგან დაზღვეული იქნებით. გვერდით თანამოაზრეები შემოიკრიბეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ უგულებელყოფთ მკურნალობას, თუ დაგჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

კირჩხიბი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე შაბათ-კვირამდე დაასრულეთ. ნუ ეცდებით გაექცეთ თქვენს გრძნობებს – უმჯობესია აღიაროთ ისინი. მეოჯახე კირჩხიბებს შესაძლოა სირთულეები ჰქონდეთ ურთიერთობაში. უბრალოდ, ეს პერიოდი უნდა გაიაროთ.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

ლომი

ნებისმიერი წარუმატებლობის დროს, რომელიც შეიძლება ამ კვირაში შეგემთხვათ, მნიშვნელოვანია მიზეზი იპოვოთ და პანიკას არ აჰყვეთ. მიზეზის პოვნის შემდეგ შეძლებთ პრობლემების თავიდან აცილებას. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ გარეგნობაზე – დარეგისტრირდით სილამაზის სალონში და ჩაიტარეთ ის ცვლილებები, რაც აქამდე ვერ გადაწყვიტეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 14.

ქალწული

მშვიდი და მხიარული პერიოდი გელით. კარგ ამბებს ბავშვები მოგიტანენ, რაც სიამაყის საფუძველია. უფროსი თაობა ყურადღებას მოითხოვს და ეს გაითვალისწინეთ. მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა, მაგრამ სესხს ნუ მისცემთ უახლოეს ადამიანსაც კი – არსებობს რისკი, რომ არ დაგიბრუნოთ და ურთიერთობა გაგიფუჭდეთ.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

სასწორი

ოჯახური დასვენების პერიოდია. დაგეგმეთ ეს დრო 12-იდან 15 აგვისტოს ჩათვლით. ნებისმიერი საქმე უმჯობესია გადადოთ კვირის მეორე ნახევრისთვის, ამბიციების მიუხედავად. ახლო მეგობრებთან შეიძლება ურთიერთობა დაიძაბოს. მიეცით დრო, დაფიქრდნენ და გაანალიზონ თავიანთი შეცდომები.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

მორიელი

შეეცადეთ, თავი აარიდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც არ მოგწონთ. ახლა მნიშვნელოვანია ენერგიის დაგროვება და არა წვრილმანებზე დახარჯვა. ამ დღეებში რაიმე გართობასა და თავგადასავალს ვარსკვლავები არ გიწინასწარმეტყველებენ. თავი შეიკავეთ რაიმე ახალი საქმის წამოწყებისგან. უმჯობესია დაასუფთავოთ სახლი, გადაყაროთ არასაჭირო ნივთები.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

მშვილდოსანი

მზად არ იქნებით იმ დაძაბული პერიოდისთვის, რომელიც ამ კვირაში გელით. ყველაფერს უპრობლემოდ რომ გაუმკლავდეთ, გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ. შაბათ-კვირას დაისვენეთ. მეტიც, უმჯობესია დასვენება იყოს პასიური და არა აქტიური.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

თხის რქა

არ დაინანოთ ფულის დახარჯვა საკუთარი თავისთვის: ეს პერიოდი სწორედ ამისთვისაა საუკეთესო. შეიძინეთ საჩუქრები თქვენთვის, გაუკეთეთ სიურპრიზები ახლობლებს. 9 ან 10 აგვისტოს დაურეკეთ იმ ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაწყვიტეთ. ის თქვენგან ელოდება, რომ პირველი ნაბიჯი გადადგათ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

მერწყული

ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. სახლში ყოველდღიურ საქმეებს მშვენივრად გაუკლავდებით, ხოლო სამსახურში თქვენი ცოდნით იბრწყინებთ, თუმცა კოლეგებთან შეიძლება გაუგებრობა წარმოიშვას – არა იმიტომ, რომ თქვენ რამეს არასწორად აკეთებთ, არამედ შურის გამო. ნუ მიაქცევთ ამას დიდ ყურადღებას. გზაზე ფრთხილად იყავით!

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

თევზები

ეს კვირა ხელსაყრელია დოკუმენტების ხელმოსაწერად და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. კარგი პერიოდია კომუნიკაციისთვის: შეიძინეთ ახალი ნაცნობები და მხარი დაუჭირეთ ძველებს – ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება. იყავით დამთმობი სხვა ადამიანების მიმართ და მათი ადამიანური სისუსტეების გამო მეტისმეტად მკაცრად ნუ განსჯით.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close