მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსის კოლუმბიური ვარიანტით ბელგიაში სრულად აცრილი 7 ადამიანი გარდაიცვალა

ბელგიაში კორონავირუსის კოლუმბიური ვარიანტით ინფიცირების შედეგად მოხუცთა თავშესაფრის 7 ბინადარი გარდაიცვალა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

COVID 19-ის ვარიანტი B.1.621, რომელიც კოლუმბიაში წარმოიშვა, ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა, თუმცა ევროპაში შემთხვევები იშვიათი იყო.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა B.1.621-ის ხაზი კორონავირუსის კაპა (დელტა, იგივე ინდური) ვარიანტის ნაწილად მიიჩნია და არა – დამოუკიდებლ ვარიანტად.

„ბელგიის ქალაქ ზავენტემში, ბრიუსელის მახლობლად, მოხუცთა სახლში დაღუპული შვიდი ადამიანი 80-90 წლის იყო. ეს შემაშფოთებელია“, – განაცხადა ვირუსოლოგმა, პროფესორმა მარკ ვან რანსტმა. მისივე თქმით, ეს ადამიანები გარდაიცვალნენ იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსზე სრულად აცრილები იყვნენ.  გარდაცვლითაგან ზოგიერთს ვირუსისგან დამოუკიდებლადაც ცუდი ფიზიკური მდგომარეობა ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა კოლუმბიური ვარიანტი უფრო გადამდები სხვებთან შედარებით.

პროფესორ ვან რანსტის თქმით, ზავენტემში კიდევ 21 მცხოვრები დაინფიცირდა კოლუმბიური ვარიანტით, პერსონალის რამდენიმე წევრთან ერთად,და მათ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული, მათ შორის: ალფა – ბრიტანული, ბეტა – სამხრეთაფრიკული, გამა – ბრაზილიური და დელტა – ინდური შტამი; აგრეთვე, არის ლამბდა შტამი, რომელიც პერუში აღმოაჩინეს და ჯერჯერობით სხვაგან ფართოდ არ გავრცელებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ნორვეგიაში ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა დააფიქსირეს. იაპონელი მეცნიერების დასკვნით, ლამბდა ვარიანტი უფრო გადამდებია და იმუნიტეტის მიმართ მდგრადია, რადგან შტამს აქვს მუტაცია, რომელსაც შეუძლია გამანეიტრალებელ ანტისხეულებს „ხელიდან დაუსხლტეს“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close