fbpx
ჩვენი ფავორიტიჯანმრთელობარჩევები

ამ მარტივი „შპარგალკის“ გამოყენებით შევძლებთ „მოვათვინიეროთ“ კოვიდი სახლის პირობებში

ინფიცირების თითოეული დღის ინსტრუქცია

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე ზღვარზეა. ოფიციალური ინფორმაციით, კოვიდპანდემიის მიზნებისთვის გამოსაყენებელი საწოლფონდის მაქსიმუმი საქართველოში 8 000 საწოლია, რასაც ყოველდღე დაემატება ასევე კოვიდსასტუმროები.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, „კლინიკა მუშაობს გამართულად, ისე გამართულად, რომ ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ქვეყანა  4 მილიონი მოსახლეობით, სერიოზული შეფერხებების გარეშე მართავს 39 000 აქტიური შემთხვევას. 6 400 აქედან ჰოსპიტალიზებულია, 2 500-ისთვის არის სასტუმროები გარანტირებული, დანარჩენი ბინაზეა და ბინაზეც მართავენ ონლაინ საავადმყოფოები, ოჯახის ექიმები.

კოვიდის მართვაში ჩვენც შეგვიძლია ჩავერთოთ – მივიღოთ ბევრი წყალი, ვიმოძრაოთ, ვბეროთ ბუშტები, ვიძინოთ მუცელზე, დღეში ორჯერ გავიზომეთ პულსი და სატურაცია..

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას კორონავირუსთან გასამკლავებლად ყოველდღიურ „შპარგალკას“ სთავაზობს.

„ჩემი ხომ გჯერათ?

ნუ ვისაც გჯერათ😉

კოვიდის 10 დღე

დღე 1 – არ იცით ,რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)

დღე 2 – გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია). მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად. ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.

დღე 3 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

დღე 4 – დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, სთხოვეთ დახმარება/დაკვალიანება; იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

დღე 5 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს (ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით).

დღე 6 – იგივეა, რაც დღე 5.

დღე 7 – თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება.

თუმცა: აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად, გაქვთ გახშირებული სუნთქვა, მომატებული პულსი, დაბალი სატურაციის ციფრები, თუ ექიმი არ გიპასუხებთ – თუ სასწრაფო არ გიპასუხებთ – მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში.

ჰიპოქსიის (ჯანგბადის ნაკლებობის) დროს – ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!!

დღე 8 – თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია

ა) თქვენ, პრაქტიკულად, დაასრულეთ კოვიდი.

ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.

გ) ხართ კლინიკაში – მოეშვით და მიენდეთ ექიმებს. დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ, როგორც გასწავლიან.

დაიმახსოვრეთ – შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.

დღე 9 – კოვიდი უკან იხევს! თქვენ ეს შეძელით.

თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.

დღე 10 – თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 %!) თქვენ დაამარცხეთ კოვიდი. გილოცავთ!

თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება – კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!! არ დანებდეთ!

#stopcovajara

p. s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები იშვიათია. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

რახან კარგი განწყობა ვირუსის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა, გთავაზობთ ცინცხალ ანეკდოტს.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close