fbpx
მედიცინა

სასწაულმოქმედი COVID-პრეპარატი: ბრიტანელი ექიმები წამლის შინ დანიშვნის უფლებას მოითხოვენ

დიდ ბრიტანეთში ზოგადი პრაქტიკის ექიმები და პარლამენტის დეპუტატები მიესალმებიან „სასწაულმოქმედ წამალს“, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება, წერს გაზეთი Daily Mail-ი.

გამოცემის ცნობით, სტეროიდი დექსამეტაზონი სულ უფრო ხშირად ენიშნებათ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარებში მოთავსება არ ესაჭიროებათ და სახლის პირობებში მკურნალობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა დეპუტატებმა მოუწოდეს ჯანდაცვის სამსახურს, შეისწავლოს პრეპარატის უფრო ხშირად გამოყენების საკითხი სახლის პირობებში, რათა კიდევ მეტად შემცირდეს COVID-19-ის მძიმე შემთხვევები.

აღინიშნება, რომ სტეროიდი, რომელიც  ფილტვების დაზიანებას ამცირებს, ამ დროისათვის, ძირითადად, საავადმყოფოებში გამოიყენება, რაც პაციენტების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე მიერთების საჭიროებას ამცირებს.

მანამდე NHS England-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტეროიდმა დიდ ბრიტანეთში 22 ათას, ხოლო მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.

კორონავირუსული დაავადების დექსამეტაზონით მკურნალობაში გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ით დაავადებულ 2000 პაციენტზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში აძლევდნენ პრეპარატს.

იმ პაციენტებს, რომლებსაც დაავადება საკმაოდ რთულ ფორმებში ჰქონდათ, ვენტილაციის აპარატზე მიერთების საჭიროება ერთი მეხუთედით შეუმცირდათ, ხოლო ძალიან მძიმედ დაავადებულ პაციენტებში აპარატებზე მიერთების საჭიროება და სიკვდილიანობა მესამედზე მეტით დაეცა.

sputnik-georgia.com

ამავე თემაზე: ასთმის სამკურნალო პრეპარატი შესაძლოა კოვიდის მკურნალობაში გარღვევა აღმოჩნდეს – ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close