fbpx
კრიმინალისაქართველო

გამოძიებას ფოტორობოტი უკვე მზად აქვს – ვის ეძებენ ავსტრალიელი ქალის მკვლელობისთვის

პოლიცია ავსტრალიის მოქალაქის მკვლელს ეძებს. საგამოძიებო უწყებამ უკვე შეადგინა ფოტორობოტი, რომლითაც სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს.

მოკლული შანაე ბრუკის ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება. პოლიცია იმყოფებოდა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლშიც, სადაც მოკლული მოქალაქე ცხოვრობდა და მეზობლები გამოკითხა.

ძალოვანი უწყება მედიასთან დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მათმა გამჟღავნებამ შესაძლოა გამოძიების პროცესი დააზიანოს.

ერთადერთი დეტალი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს საქმეზე გაამხილა, არის ის, რომ მკვლელი, მაღალი ალბათობით, საქართველოს მოქალაქეა.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულია შანაე ბრუკის ძმა, ხოლო მშობლები კარანტინის გამო ავსტრალიიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

უახლოეს პერიოდში საგამოძიებო უწყებაში იგეგმება ძმასთან გასაუბრება და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close