საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას დელტა ვარიანტი (ე. წ. ინდური შტამი) იწვევს, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით გაცილებით გადამდებია.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 895-ით გაიზარდა; სამწუხაროდ, მოიმატა გარდაცვალების შემთხვევებმა – კოვიდ-19-მა ბოლო დღე-ღამეში 34 პაციენტი იმსხვერპლა.

გაიზარდა კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელიც და თითქმის 11%-ს მიაღწია (10,99%), რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 ჩატარებული ტესტიდან ვირუსი 11 ადამიანს გამოუვლინდა.

ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი იყო 7,41%, ბოლო შვიდი დღის – 8,08%.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 827 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 2 297 შემ­თხვე­ვა, აჭა­რაში – 634, იმე­რე­თში – 494, ქვე­მო ქარ­თლში – 253, შიდა ქარ­თლში – 262, გუ­რიაში – 100, სა­მეგ­რე­ლო – ზემო სვა­ნე­თში – 224, კა­ხე­თი – 323, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თში -156, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თში – 47, რაჭა-ლე­ჩხუ­მსა და ქვე­მო სვა­ნე­თი – 37.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 428 670 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 388 893 ინფიცირებული, 5910 პაციენტი კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ივლისში ვაქცინაციის კამპანია შედარებით გააქტიურდა, თითქმის 2000-ით მოიმატა აცრის დღიურმა მაჩვენებელმა და დღეისათვის 16 677-ს შეადგენს. სულ აცრილია 523 466 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორჯერადად აცრილია 162 ათასამდე მოქალაქე.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close