მოგზაურობა

რას ურჩევს აშშ-ის მთავრობა საქართველოში მოგზაურობის მსურველებს?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

ამ განცხადებას საქართველოში მცდარი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას აშშ-ის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობის გამო ურჩევს; თითქოსდა რეკომენდაციებში წერია, რომ საქართველოში დამნაშავეებმა შესაძლოა უცხოელებზე რაიმე ფორმით იძალადონ. ამის თავიდან ასარიდებლად კი გაცემულია რეკომენდაცია, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა თავდაცვის მიზნით შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა მსხვერპლი არ გახდნენ.

ეს ინფორმაცია სრულიად აცდენილია განცხადების რეალურ შინაარსს.

სინამდვილეში სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას კოვიდვითარების გამო ურჩევს, ხოლო კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბარია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოგზაურობის მსურველებისთვის, სადაც, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვითარებას ვერ აკონტროლებს. სწორედ ამის გამო ურჩევს სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, არ არის ახალი, ის 16 ივნისს გამოქვეყნდა და კოვიდინფექციის გავრცელებას უკავშირდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close