fbpx
სპორტი

მეორე ოქროს შანსი – გურამ თუშიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი გარანტირებული აქვს

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, მძიმეწონოსანმა (+100 კგ) გურამ თუშიშვილმა ფინალში რუს მეტოქეს – ტამერლან ბაშაევს სძლია და ფინალში გავიდა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მეორე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, ვერცხლი კი – გარანტირებული.

ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ ჩვენს „ყულაბაში“ 4 მედალი იქნება და 4-ვე ძიუდოისტების მონაგარი.

ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ტამერლან ბაშაევმა დამატებით დროში ტურნირის ფავორიტს, დაუმარცხებელ ფალავანს, ძიუდოში უკანასკნელი 2 ოლიმპიადის გამარჯვებულს და მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს სძლია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close