fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ჩინეთის ხუთ პროვინციასა და პეკინში კორონავირუსის 200-მდე შემთხვევა გამოავლინეს

ჩინეთის სახელმწიფო მედია უჰანის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქების შესახებ წერს. კერძოდ, ქალაქ ნანძინის აეროპორტში 20 ივლისს დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევის შემდეგ კორონავირუსის 200-მდე შემთხვევა გამოავლინეს ხუთ პროვინციასა და პეკინში. 

11 აგვისტომდე ნანძინის აეროპორტიდან ყველა ფრენა შეჩერდა. ქალაქში დაწყებულია მასობრივი ტესტირება. დაგეგმილია ქალაქის 9,3 მილიონი მცხოვრებისთვის კორონავირუსზე ტესტის გაკეთება.

ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეპიდაფეთქება დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება. ნანძინის მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, ინფიცირებულებისგან შვიდი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამასთან, „ბიბისი“ აღნიშნავს, უცნობია, არიან თუ არა ინფიცირებული მოქალაქეები ვაქცინირებული.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიდაფეთქება ადრეულ სტადიაზეა და ვითარების მართვა შესაძლებელია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close