სპორტი

ჰიმნი ქართულად, მხარდაჭერა ცეკვით, გამხნევება ღვინით ხელში – იაპონელები ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივრობენ (ვიდეო)

იაპონიის ქალაქი შიკამაჩი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი მასპინძელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პანდემიის გამო ამ ქალაქში წინასწარი შეკრება ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად ქალაქის მოსახლეობა ჩვენი სპორტსმენების მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აგრძელებს.

იაპონიაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შიკამაჩის სკოლის მოწაფეები, მეხანძრეები და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები ქართველ ოლიმპიელებს ქალაქის მოსახლეობის გამამხნევებელ გზავნილს გადასცემენ. ქალაქის მერი ბატონი კოიძუმი ჩვენს სპორტსმენებს სიტყვით მიმართავს, ქალაქის ქალთა კამერული გუნდი კი საქართველოს ჰიმნს ასრულებს.

იაპონელი მეგობრების მიერ ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად ჩაწერილ კიდევ ერთი ვიდეოგზავნილი.

ქართული ცეკვების იაპონელმა შემსრულებლმა მასაფუმი ნოგუჩიმ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად სპეციალურად ჩაწერა ვიდეო და ასე გაამხნევა ჩვენი ოლიმპიელები.

საელჩო იაპონიის მოქალაქეებისაგან ყოველდღიურად იღებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერ შეტყობინებებს. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანას ამდენი გულშემატკივარი ჰყავს ამომავალი მზის ქვეყანაში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close