კრიმინალისაბერძნეთი

ცნობილი ბერძენი კომიკოსი ციხეში აღმოჩნდა გაუპატიურების ბრალდებით

პოპულარული ბერძენი მსახიობი პეტროს ფილიპიდისი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს, შემდეგ კი ტრიპოლის ციხეში გადაიყვანეს.

კომიკოს მსახიობს ერთი ქალის გაუპატიურება და ორის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად. არსებული ინფორმაციით, სავრაუდო გაუპატიურება 2008 წელს მოხდა თეატრის დარბაზში, სადაც, მოსარჩელე ქალის თქმით, იგი სამუშაოზე მოსაწყობად მივიდა. გაუპატიურებების მცდელობები კი – 2010 და 2014 წლებში, ახალგაზრდა მსახიობ ქალებთან ასევე პროფესიული ურთიერთობების დროს, როდესაც იგი თეატრის დირექტორი იყო.

ფილიპიდისის წინააღმდეგ საქმე გასული წლის მაისში აღიძრა. მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა მისმა დაცვამ ვერ დაარწმუნა გამომძიებელი კომიკოსის სიმართლეში და, პროკურორის თანხმობით, მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, რადგან პროკურორმა ჩათვალა, რომ თუ საბოლოო განაჩენამდე ფილიპიდისს ციხის გარეთ დატოვებდნენ, არსებობდა საფრთხე, რომ იგი ანალოგიურ დანაშაულს ისევ ჩაიდენდა.

ფილიპიდისი ოთხშაბათს, 28 ივლისს ტრიპოლის ციხეში გადაიყვანეს, რადგან სავარაუდო დანაშაული სექსუალური ხასიათისაა. ამავე ციხეში იმყოფება დიმიტრის ლიგნადისი – რეჟისორი და საბერძნეთის ეროვნული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც თებერვალში დააკავეს არასრულწლოვანი ბიჭების გაუპატიურების ბრალდებით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close