იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, სადაც ახლა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, ტაიფუნი „ნეპარტაკი“ უახლოვდება. ამის შესახებ The Japan Times-ი იუწყება ქვეყნის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქს გამანადგურებელი ქარიშხალი შეუტევს ძლიერი წვიმებითა და გიგანტური ტალღებით.
The 2020 Summer Olympic Games in Tokyo have already been postponed by an entire year due to the coronavirus pandemic, and now Tropical Storm Nepartak in the Philippine Sea could put some events at risk of being delayed again: https://t.co/FTqy0I4pvi pic.twitter.com/dK7OflltGp
— Breaking Weather by AccuWeather (@breakingweather) July 25, 2021
ამ მომენტისთვის „ნეპარტაკი“ წყნარ ოკენეში, იაპონიიდან სამხრეთით მდებარე კუნძულების, ბონინის რაიონშია. ქარის სიმძლავრე კუნძულებზე წამში 20 მეტრს შეადგენს, თუმცა, მეტეოროლოგების თქმით, რაც უფრო მიუახლოვდება ტოკიოს, მით უფრო გაძლიერდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მისვლისას ტაიფუნი 6-8 მეტრი სიმაღლის ტალღებს წარმოშობს, ხოლო ტოკიოში 100-150 მმ ნალექს გამოიწვევს.
როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, მოახლოებული ტაიფუნის გამო შეჯიბრების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ „ნეპარტაკი“ წელს მერვე ტაიფუნია, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა. მანამდე მან ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს შეუტია, საიდანაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
კომენტარები