fbpx
სპორტი

პირველს – მილიონი! რა თანხას მიიღებენ მეორე და მესამე ადგილოსნები?

ოლიმპიურ ჩემპიონს ერთ მილიონ ლარს გადასცემენ

ტოკიოს ილიმპიადა დაიწყო და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უკვე ორი მედალი აქვს. 

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა ოქროს მედალოსანს ერთ მილიონ ლარს გადასცემს. უნდა ითქვას, რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულთა საპრიზო თანხა არ შეცვლილა.

  • მე-2 ადგილი – 102 000 ლარი
  • მე-3 ადგილი – 68 000 ლარი.

26 ივლისისთვის საქართველოს მონაგარი 2 მედალია და ორივე – ძიუდოისტების ანგარიშზე. 25 ივლისს საქართველოს ყულაბაში პირველი მედალი მოთავსდა – 66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ აბესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 26 ივლისს კი – 73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს მეორე მედალი შემატა. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა მედლის აღება ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოახერხა და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მედალი სამ სხვადასხვა ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მოპოვებული.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც შავდათუაშვილის მსგავსად, ტატამზე 26 ივლისს გავიდა. დამამშვიდებელ რაუნდში ლიპარტელიანს მეტოქე იულია კოვალჩუკი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა პოლონელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში, ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდას შეეჭიდა, რომელთანაც იპონით დამარცხდა და, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ: ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდება.

საქართველოს სახელით ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 35 სპორტსმენი მონაწილეობს სპორტის 11 სახეობაში. კორონავირუსით ინფიცირების გამო ტურნირს მოცურავე მარიამ იმნაძე დააკლდა.

olympics.croco.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close