fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ დაშალა

საბერძნეთში მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. ამის შესახებ მედია წერს.

აქციის მონაწილეები ათენის ქუჩებში დროშებითა და ჯვრებით შეიკრიბნენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან.

პოლიციის ცნობით, აქციაში 3000 ადამიანი მონაწილეობდა. მედიის წერს, რომ სამართალდამცავებს 120 ადამიანის დაშლა მოუწიათ მას შემდეგ, რაც მათ პოლიციას სხვადასხვა საგანი ესროლეს.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო აცრის წინააღმდეგ დემონსტრაცია თესალონიკშიც გაიმართა, რომელშიც, პოლიციის ინფორმაციით, 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისა და ხანდაზმულთა სახლების თანამშრომელთა ვაქცინაცია ქვეყანაში პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდება. ამ ინიციატივაზე საბერძნეთის პარლამენტი 23 ივლისს იმსჯელებს.

ამ დროისთვის საბერძნეთში, რომლის მოსახლეობაც 10,72 მილიონია, სრულად ვაქცინირებულია 4,6 მლნ ადამიანი, თუმცა ეს კოლექტიური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის. ხელისუფლების და სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ის, რომ ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება კორონავირუსის დელტა (ინდური) შტამი. ბოლო ორ კვირაში დღიური ახალი შემთხვევების რიცხვი 800-იდან 3000-მდე გაიზარდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close