ჩინეთში წარადგინეს მატარებელი, რომელიც საათში 600 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს (ვიდეო)
ჩინეთში მაგნიტურ ბალიშზე მოძრავი მატარებელი წარადგინეს, რომელიც საათში 600 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს ყველაზე სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტია მსოფლიოში. ჩქაროსნული მატარებლის პროექტი ჩინეთში 2016 წელს გაჩნდა, სატრანსპორტო საშუალების ტესტირება კი 2020 წლის ივნისიდან შანხაიში მიმდინარეობდა.
მატარებელი მაგნიტურ ბალიშზე გადაადგილდება და რელსების ზედაპირს არ ეხება – მას ელექტრომაგნიტური ველის ძალის მეშვეობით მართავენ. ამ ტექნოლოგიას ჩინეთში უკვე 20 წელია იყენებენ, თუმცა ასეთი საქალაქთაშორისო ხაზები ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს.
ასეთი მატარებელი მაქსიმალურ სიჩქარეზე (600 კილომეტრი საათში) პეკინსა და შანხაის შორის მანძილს (1 302 კილომეტრი) 2,5 საათში დაფარავს, როდესაც თვითმფრინავით ამ დისტანციის გავლას – 3, ხოლო ჩვეულებრივი ჩქაროსნული მატარებლით 5,5 საათი დასჭირდება.
imedinews.ge
კომენტარები