fbpx
კინო/ფილმები

კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი ფრანგული საშინელებათა ფილმი გახდა

კანის  74-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის, ჯულია დიუკორნოს ფსიქოლოგიურმა ტრილერმა დაიმსახურა, სახელწოდებით „ტიტანი“.

დიუკორნომ 2016 წელს გაითქვა სახელი თავისი სადებიუტო ბოდი-ჰორორით „უმი“ – კანიბალიზმის ელემენტებით, „ტიტანი“ კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. როგორც იტყობინებიან, კანში ფილმის ჩვენებისას ათობით მაყურებელი ცუდად გახდა. „ტიტანის“ მთავარი გმირი სიუჟეტის მსვლელობისას სქესს იცვლის, მის თავში სწორედ ელემენტ ტიტანს ნერგავენ.

კანის ფესტივალის მნიშვნელობით მეორე ჯილო – გრან პრი ორ ფილმს ერგო: ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის „გმირს“ და ფინელი რეჟისორის იუხო კუოსმანენის  ფილმს „კუპე N6“.

საუკეთესო რეჟისორი ფრანგი ლეოს კარაკსი გახდა (მიუზიკლი „ანნეტტი“).

ჟიურის პრიზი ისრაელელი რეჟისორის, ნადავ ლაპიდის ფილმს „აჰედის მუხლი“ და ტაიელი რეჟისორის, აპიჩატპონგა ვირასეტალულას „ხსოვნას“ ერგო. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი 2010 წელს „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი გახდა ფილმისთვის „ძია ბუნმი, რომელსაც თავისი წინა ცხოვრებები ახსოვს“. შეგახსენებთ, რომ წელს კანის ფესტივალის ჟიურის სპაიკ ლი ხელმძღვანელობდა.

„ოქროს პალმის რტო“, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა, კალებ ლენდრი ჯონსმა მიიღო („ნიტრამი“, რეჟისორი – ჯასტინ კურზელი).

საუკეთესო ქალი მსახიობი კი რენატა რეინსვე გახდა,  ნორვეგიელი რეჟისორის, იოაკიმ ტრიერას ფილმში „ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში“ შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო იაპონელმა რეჟისორმა რიუსუკე ჰამაგუჩიმ დაიმსახურა ფილმისთვის „დაჯექი ჩემი მანქანის საჭესთან“, რომელიც ჰარუკი მურაკამის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული.

კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილსათვის „ოქროს პალმის რტო“ ამერიკელ მსახიობსა დაა რეჟისორს, 58 წლის ჯოდი ფოსტერს გადაეცა. იტალიელმა რეჟისორმა მარკო ბელოკიომ კი კანის კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო მიიღო „უნიკალური შემოქმედებისთვის, რომელმაც თანამედროვე კინემატოგრაფს ძალა და თავისუფლება შესძინა“.

ფოტო: Reuters

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close