მსოფლიოსაზოგადოება

უძლიერესმა წყალდიდობამ ბელგიაში, სულ ცოტა, 20 ადამიანი იმსხვერპლა – 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბელგიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, 20 ადამიანი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

„ველოდებით [დაღუპულთა] საბოლოო რაოდენობას, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც კი ქვეყანას ოდესმე უნახავს“, – განაცხადა მან.

ბელგიის უდიდესი მდინარე მეზი ნაპირებიდან გადმოვიდა და ვალონიის ორი ყველაზე დიდი ქალაქის – ლიეჟის და ნამიურის ცენტრები დატბორა. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა პირველი სართულების მცხოვრებლებს მოუწოდეს, დამოუკიდებლად დაეტოვებინათ სახლები ან ღამე მეზობლებთან გაეტარებინათ, ზედა სართულებზე. ევაკუაცია გამოცხადდა, აგრეთვე, მდინარის გასწვრივ უმეტეს დასახლებულ პუნქტში.

ევროპისთვის თავსდამტყდარი სტიქიის გამო გერმანია ყველაზე მეტად დაზარალდა – ამ დროისთვის გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, ასობით ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქია მძვინვარებს ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგშიც.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close