fbpx
მოგზაურობა

ისრაელში საქართველოდან ჩასულ პირებს თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ

ისრაელი  ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო – მომავალი პარასკევიდან, 23 ივლისიდან, ისრაელის მიერ მაღალი რისკის მქონედ მიჩნეული ქვეყნებიდან ჩასულ/დაბრუნებულ პირებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამ სიას 23 ივლისიდან საქართველოც დაემატება.

მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში ისრაელს ამ დროისთვის შეყვანილი ჰყავს: არაბეთის გაერთიანებული საამიროები, გვატემალა, ეკვადორი, ეთიოპია, ზიმბაბვე, ზამბია, კოლუმბია, კოსტა რიკა, ნამიბია, პარაგვაი, სეიშელის კუნძულები, ტუნისი და ჩილე. 23 ივლისიდან ამ სიას, საქართველოსთან ერთად, ემატება დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, კვიპროსი, კამბოჯა, კენია, ლიბია, მიანმარი, პანამა, უგანდა და ფიჯი. პარასკევიდანვე ისრაელი საჰაერო მიმოსვლას წყვეტს ესპანეთსა და ყირგიზეთთან.

ისრაელის მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების მიზეზი დელტა შტამის სწრაფი გავრცელება გახდა. 23 ივლისიდან ყველა ადამიანი (მათ შორის, ვაქცინირებულებიც), რომელიც ისრაელის საზღვარს გადაკვეთს, 24-საათიან თვითიზოლაციაში გადავა კორონავირუსზე ტესტის პასუხის მიღებამდე.

ისრაელი იმ ათ ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close