fbpx
საზოგადოებასაქართველო

RAINBOW EUROPE-ის რეიტინგში საქართველო ევროკავშირის 7 ქვეყანას უსწრებს

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლგბტ+ საზოგადოების უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია ILGA-Europe-ის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო ევროპის 49 ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებს.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ჩეხეთი, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია და პოლონეთი. საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს – ლიხტენშტაინს, სან-მარინოსა და მონაკოს.

შავიზღვისპირეთის რეგიონში საქართველო ლიდერის პოზიციას იკავებს და რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს.

რაც შეეხება, ზოგადად, რეიტინგს, პირველ ადგილზეა მალტა, ბოლოზე კი – აზერბაიჯანი.

რეიტინგი დაფუძნებულია იმაზე, თუ როგორი გავლენა აქვს ქვეყანაში არსებულ კანონებსა და ხელისუფლების პოლიტიკას ლგბტ ადამიანების ცხოვრებაზე.

 

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close