მსოფლიოსაზოგადოება

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ბედს მათი ქალიშვილის ნათლობა გადაწყვეტს – ექსპერტი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტი დანიელა ელსერი მიიჩნევს, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლიგოგონას ლილიბეთის დაბადების შემდეგ რთული არჩევანის წინაშე დგანან. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

ექსპერტის აზრით, გადაწყვეტილება, რომელსაც ჰარი და მეგანი ახალშობილი გოგონას ნათლობასთან დაკავშირებით მიიღებენ, განსაზღვრავს მათ მომავალ ბედსა და იმიჯს საზოგადოებისა და ნათესავების თვალში.

ელსერი ირწმუნება, რომ ამ ცერემონიამ შესაძლოა გააუმჯობესოს ან კიდევ უფრო გააუარესოს ნათესავებთან ჰარისა და მაგანის ურთიერთობა.

ელსერის აზრით, თუ წყვილი ბავშვს დიდ ბრიტანეთში მონათლავს, ეს მიიჩნევა, როგორც მშვიდობის ზეთისხლის რტო, სხვა გადაწყვეტილება კი – პირიქით:

ლილიბეთის აშშ-ში მონათვლა, დედოფლისგან მოშორებით, რომელიც საერთაშორისო მოგზაურობაზე უარს ამბობს, ოჯახის საბოლოო დაშლის ნიშანი გახდება, – ამბობს ექსპერტი.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close