მსოფლიოსაზოგადოება
COVID-19-ს 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მსოფლიო ამ პანდემიის საშიშ წერტილში იმყოფება – ჯანმო
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 186 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი – 4 მილიონს.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. გარდაცვალების შემთხვევათა მესამედი სამ ქვეყანაზე – აშშ – 606 000, ბრაზილია – 528 540 და ინდოეთზე – 404 211 მოდის.
„მსოფლიო ამ პანდემიის საშიშ წერტილში იმყოფება. ჩვენ ახლახან გავიარეთ ტრაგიკული ეტაპი – 4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
Media briefing on #COVID19 with @DrTedros https://t.co/EwqedVYrSs
— World Health Organization (WHO) (@WHO) July 7, 2021
კომენტარები