fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

COVID-19-ს 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მსოფლიო ამ პანდემიის საშიშ წერტილში იმყოფება – ჯანმო

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 186 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი  – 4 მილიონს.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. გარდაცვალების შემთხვევათა მესამედი სამ ქვეყანაზე – აშშ – 606 000, ბრაზილია – 528 540 და ინდოეთზე – 404 211 მოდის.

„მსოფლიო ამ პანდემიის საშიშ წერტილში იმყოფება. ჩვენ ახლახან გავიარეთ ტრაგიკული ეტაპი – 4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close