fbpx
მიგრაციადასაქმება

საქართველოს მოქალაქეების სახელით „მირამ“ გერმანიის შრომითი დავების სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სახელით, გერმანულმა საკონსულტაციო სამსახურმა ქალაქ ფრიდრიხსჰაფენის შრომითი დავების სასამართლოში სამუშაო ანაზღაურების საკითხზე სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებულმა საკონსულტაციო სამსახურმა „მირამ“ შეატყობინა, რომელიც გერმანიაში ლტოლვილთა და მიგრანტთა შრომით უფლებებს იცავს.

შეგახსენებთ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამით ჩასული საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს უჩიოდა. მათი განცხადებით, დამსაქმებელი მათ ანაზღაურებას კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით არ უხდიდა. ამის გამო 18 ივნისს ისინი გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანა.

ჯგუფის წევრების განცხადებით, საცხოვრებელი პირობები მეორე დამსაქმებელთან დამაკმაყოფილებელი დახვდათ, თუმცა კვლავ პრობლემად დარჩა ანაზღაურების საკითხი. კერძოდ, ახალი დამსაქმებელი საქართველოს მოქალაქეებს მოკრეფილი მარწყვის რაოდენობით უნაზღაურებდნენ და არა – საათობრივად. ამის გამო ჯგუფის წევრმა 11-მა ადამიანმა საქართველოში დროზე ადრე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close