newsიტალია

ფლორენციის პოპულარულ ქუჩებში სეირნობა €1000 დაგიჯდებათ – როგორ ავიცილოთ ჯარიმა თავიდან

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ტურისტულ ზონებში მდებარე ქუჩებში სეირნობისთვის ჯარიმა დაწესდა. საჯარიმო სანქცია 400-დან 1000 ევროს ფარგლებშია. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

ხელისუფლების გადაწყვეტილება პანდემიას უკავშირდება, რომ პრევენციისთვის პოპულარულ ქუჩებში ხალხის შეკრება თავიდან აიცილონ.

ფლორენციის მერი დარიო ნარდელა ადასტურებს, რომ საჯარიმო სანქციის ამოქმედებამდე ქალაქის პოპულარულ ქუჩებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა მოქმედებს სანტო სპირიტოს ქუჩაზე, სადაც რესტორნები და ღამის კლუბები მდებარეობს.

ამის მიუხედავად, ტურისტები შეძლებენ პოპულარულ ქუჩებში მდებარე ბარებში შესვლას. ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, მათ სამართალდამცველებს დაწესებულებაში ყოფნის დასადასტურებლად ქვითარი უნდა აჩვენონ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close