ვიდეოქართველები უცხოეთშიnews

თამთას კიდევ ერთი მუსიკალური წარმატება საბერძნეთში (ვიდეო)

პარასკევს, 25 ივნისს ათენში გაიმართა მუსიკალური ვიდეოკლიპების დაჯილდოების მე-18 ყოველწლიური ცერემონიალი – MAD Video Music Awards, რომელზეც საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამთამ (გოდუაძე) Mad Radio 106,2-ის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. სიმღერას Den Eisai Edo („შენ აქ არ ხარ“) თამთა ჰიპ-ჰოპის ბერძენ ვარსკვლავთან, Mente Fuerte-თან დუეტში ასრულებს.

MAD Video Music Awards-ის ყოველწლიური ცერემონიალის დროს ჯილდოვდებიან მუსიკოსები, რომელთა ვიდეოკლიპები მუსიკალურ არხ MAD TV-ის მაყურებლებს გასული წლის მანძილზე განსაკუთრებით მოეწონათ. გამარჯვებულები ორიგინალური დიზაინის მქონე პრიზებს იღებენ. 25 ივნისს გამართულ ცერემონიალზე ორგანიზატორებმა მომღერლები 17 სხვადასხვა პრიზით დააჯილდოეს.

თამთას გამარჯვებულ ვიდეოკლიპს იუთუბზე ამ დროისთვის 10 მლნ 800 ათასამდე ნახვა აქვს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close