ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიაში გაუჩინარებული თემურ მოსაშვილი იპოვეს

საქართველოს მოქალაქე თემურ მოსაშვილი, რომელსაც იტალიაში დაახლოებით ერთი კვირა ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგულის ოჯახი ადასტურებს. 

სად და რა ვითარებაში იპოვეს 42 წლის კაცი, ამის შესახებ ინფორმაცია ახლობლებს ამ დრომდე არ აქვთ.

მისმა დამ თამარ მოსაშვილმა მხოლოდ ის იცის, რომ თემურ მოსაშვილი ახლა მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

„ჩემი ძმა სხვა ქართველი ემიგრანტების დახმარებით დაგვიკავშირდა. ჩვენ შორის საუბარი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. მან გვითხრა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და კლინიკაში მკურნალობენ.

ასევე ამბობს, რომ როგორც კი შეძლებს საქართველოში დაბრუნდება. სულ ეს იყო რისი თქმაც მოასწრო, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა 20 ივნისის შემდეგ, თუმცა დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გავარკვევთ“, – აღნიშნავს თამარ მოსაშვილი.

42 წლის თემურ მოსაშვილი ლაგოდეხიდანაა. ის პოლონეთიდან იტალიაში 2 თვის წინ წავიდა. მას მუშაობა არ დაუწყია და ამ დროის განმავლობაში ლეჩეში, ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close