fbpx
საბერძნეთისპორტი

საბერძნეთში დასვენებისას ნორვეგიელმა ფეხბურთელმა რესტორანში ნახევარი მილიონი ევრო დახარჯა

ბერძნულმა პრესამ „დორტმუნდის“ ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის დანახარჯების შესახებ შეიტყო კუნძულ მიკონოსზე დასვენების დროს.

როგორც ინტერნეტგამოცემა Sportime-ი იტყობინება, ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში, სადაც ჰალანდმა და მისმა მეგობრებმა ისადილეს, ნორვეგიელმა 500 ათასი ევრო დახარჯა.

კერძების გარდა, ჰალანდმა შეუკვეთა ოთხი ბოთლი შამპანური Cristal Vintage (თითო ბოთლის ფასი 70 ათასი დოლარია). გარდა ამისა, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა „ჩაისთვის“ 30 ათასი ევრო დატოვა.

2020-21 წლების სეზონში 20 წლის ჰალანდმა 41 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 41 გოლი გაიტანა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close