თანასოფლელებმა სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი გადაწვეს (ვიდეო)
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 8 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 65 წლის მამა და მისი 35 წლის შვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მოძალადე მამა-შვილი სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან აიყვანეს.
სოფელი მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მეზობლებმა და ახლობლებმა დაკავებულების სახლი გადაწვეს.
დაზარალებული 8 წლის ბავშვის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მამა-შვილი მძიმე დანაშაულს მოზარდის მიმართ სისტემატურად, ორი წლის განმავლობაში ჩადიოდნენ და მას ფაქტის გამხელის შემთხვევაში მოკვლით და ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა მეორე არასრულწლოვანი მსხვერპლიც, – უწყების ცნობით, დადგინდა, რომ „2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართაც ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება“.
„კურიერის“ ინფორმაციით, მეორე არასრულწლოვანი იმ 8 წლის ბავშვის დაა, რომელიც სამეგრელოში დაკავებულმა მამა-შვილმა გააუპატიურა.
კომენტარები