ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიაში გაუჩინარებულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ – ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ემიგრანტი აწვდის. როგორც ნონა მოდებაძე ამბობს, 40 წლის თემურ მოსაშვილი პოლონეთიდან იტალიაში 2 თვის წინ წავიდა. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ოჯახი დაკავშირებას ვერ ახერხებს.

თემურ მოსაშვილს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ეძებენ.

„თემური იტალიის ქალაქ ლეჩაში იმყოფება, მაღალი წნევები აქვს, ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, და ერთი კვირაა ეძებენ. კლინიკაში მიუყვანიათ, მაგრამ იქიდანაც გაპარულა. უმორჩილესად გთხოვთ იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს, იქნებ ეს ბიჭი გვაპოვნინოთ. ერთი კვირაა, კონტაქტზე არ გამოსულა. ტელეფონიც დაუკარგავს…

პოლონეთიდან არის გადმოსული, სამთვიანი ვიზა აქვს და ჯერ მხოლოდ 2 თვეა გასული, სამსახურს ეძებდა, ვერ იპოვა ვერაფერი, იყო უფულოდ და, შესაბამისად, თანხაც არ ჰქონდა, სასტუმროში რომ მოთავსებულიყო.  ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა, დაახლოებით 10 დღის წინ ტემპერატურა მოემატა და ტრანსპორტში აღარ აუშვეს, ორი დღე-ღამის განმავლობაში ​ ლეჩეს პარკში ეძინა, ნერვიულობის ფონზე მაღალი წნევები ჰქონდა და გონებასაც დროდადრო კარგავდა.

20 ივნისს ტელეფონი და გიტარა დაკარგა. იმავე დღეს, 20 ივნისის საღამოდან თეიმურაზ მოსაშვილი გაუჩინარდა“, – ამბობს ნონა მოდებაძე.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close