კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში სასტიკად სცემეს იმიგრანტს, რომელმაც თავისი არასრულწლოვანი ქალიშვილის დაცვა სცადა

საბერძნეთში, არღოსში (არგოსი) ორშაბათს, 21 ივნისს, საღამოს რუმინელ ემიგრანტს ადგილობრივებმა სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილის ღირსების დაცვას ცდილობდა. დაკავებულია 5 ადამიანი.

დაკავებულები ჩვენებებს ხუთშაბათს მისცემენ. შესაბამისი ვადა მათ ნავპლიოს საგამომძიებლო განყოფილებამ მისცა.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მამაკაცების ჯგუფმა არღოსში რუმინელ მამაკაცს ცემის შედეგად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული ტრიპოლის საავადმყოფოში მოათავსეს, დამნაშავეები კი დააკავეს. რუმინელმა მამაკაცმა მათ პასუხი მოსთხოვა იმის გამო, რომ მის არასრულწლოვან ქალიშვილს ავიწროებდნენ.

დაკავებულთაგან ორს სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებენ, 3-ს კი – ჩხუბში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ჩხუბი საზოგადოებრივი ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

anagnostis.org-ის ინფორმაციით, ნაცემი მამაკაცი ტრიპოლიში პანარკადიკოს საავადმყოფოს  ნეიროქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება, იგი აპარატზეა შეერთებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, „სამწუხაროდ, დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, მისი სიცოცხლე ამ მომენტისთვის საფრთხეშია, რაც ძალიან სამწუხაროა“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close