fbpx
საზოგადოება

ცოტნე გამსახურდიამ სიკვდილთან ბრძოლაში გაიმარჯვა, ის უკვე საქართველოშია – უახლესი კადრები კლინიკიდან (ვიდეო)

„ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ. ძმები ჰყავს არაჩვეულებრივი, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ცოტნესთვის. არ მოვეშვებით, სანამ უკეთესად არ გახდება“, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „იმედის კვირასთან“ საუბარისას განაცხადა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ოსნაბრუკიდან თბილისში დღეს დაბრუნდა. მანამდე კი მკურნალობას უნას ჰოსპიტალში, გერმანიაში გადიოდა. უკვე წინადადებების აწყობა ჰქონდა დაწყებული და ფილმებს უყურებდა, თუმცა მდგომარეობა უეცრად რეგრესისკენ წავიდა და მისი სპეციალიზებულ ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. გამსახურდიას მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მისმა მეუღლემ ექიმებთან ერთად მისი თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის, რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, – ამბობს ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close