საზოგადოება

მინსკი-თბილისის ავიარეისზე ჩხუბი მოხდა (ვიდეო)

მინსკი-თბილისის ავიარეისზე ჩხუბი მოხდა. მედიაგამოცემა Салiдарнасць-ის თანახმად, ქართველმა მამაკაცმა ბელარუს ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თვითმფრინავში ჩხუბის დაწყება მოჰყვა.

თვითმხილველების ცნობით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. დანარჩენმა მგზავრებმა კაცს ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც მან ახლოს მჯდომ ქალს რუსულ ენაზე მიაყენა შეურაცხყოფა. თვითმფრინავის გამცილებლებმა ბელარუსი ქალი ქართველ კაცს მოაშორეს, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორტზე მყოფმა ქართველებმა გადაწყვიტეს, ფიზიკურად გასწორებოდნენ შეურაცხმყოფელს. მგზავრების თქმით, ინციდენტის შედეგად ყველა მგზავრი შოკში იყო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, თვითმფრინავის თბილისში დაშვების შემდეგ მამაკაცი დააკავეს.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close