ჟან-კლოდ ვან დამის ვაჟი აზერბაიჯანელ პიანისტზე დაქორწინდა
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ჟან-კლოდ ვანდამის ვაჟი კრისტოფერ ვან ვარენბერგი აზერბაიჯანელ პიანისტზე – სუადა ჰაჯიზადეზე დაქორწინდა.
ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, მოკრძალებული ქორწილი გადაეხადათ. ცერემონია სტამბოლში, აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში გაიმართა ზედმეტი პომპეზურობის გარეშე. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სუადა ჰაჯიზადე 21 წლისაა. იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტიპენდიანტი და არაერთი კონცერტის თუ ღონისძიების მონაწილეა.
ჟან-კლოდ ვან დამის ვაჟი – კრისტოფერი 34 წლისაა. იგი მამის მსგავსად მსახიობი და პროდიუსერია.
სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი ახალგაზრდებმა, უცნობია – ისინი საზოგადოებას ამ ინფორმაციას არ უზიარებენ.
ცნობილია, რომ სუადა ჰაჯიზადე ბაქოში დაიბადა და გაიზარდა, 3 წლიდან სწავლობდა მუსიკას ქვეყნის საუკეთესო პედაგოგებთან, დაამთავრა ბაქოს ევროპული ლიცეუმი. იგი უკვე წარმატებული პიანისტია, 7 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები