fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

ჟან-კლოდ ვან დამის ვაჟი აზერბაიჯანელ პიანისტზე დაქორწინდა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ჟან-კლოდ ვანდამის ვაჟი კრისტოფერ ვან ვარენბერგი აზერბაიჯანელ პიანისტზე – სუადა ჰაჯიზადეზე დაქორწინდა.

ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, მოკრძალებული ქორწილი გადაეხადათ. ცერემონია სტამბოლში, აზერბაიჯანის  საელჩოს შენობაში გაიმართა ზედმეტი პომპეზურობის გარეშე. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ახალდაქორწინებულები მშობლებთან ერთად

სუადა ჰაჯიზადე 21 წლისაა. იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტიპენდიანტი და არაერთი კონცერტის თუ ღონისძიების მონაწილეა.

ჟან კლოდ ვან დამი და სუადა ჰაჯიზადე; ფოტო: Facebook

ჟან-კლოდ ვან დამის ვაჟი – კრისტოფერი 34 წლისაა. იგი მამის მსგავსად მსახიობი და პროდიუსერია.

კრისტოფერ ვან ვარენბერგი და ჟან -კლოდ ვან დამი; ფოტო: Matt Winkelmeyer/Getty Images for Amazon Prime Video

სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი ახალგაზრდებმა, უცნობია – ისინი საზოგადოებას ამ ინფორმაციას არ უზიარებენ.

ცნობილია, რომ სუადა ჰაჯიზადე ბაქოში დაიბადა და გაიზარდა, 3 წლიდან სწავლობდა მუსიკას ქვეყნის საუკეთესო პედაგოგებთან, დაამთავრა ბაქოს ევროპული ლიცეუმი. იგი უკვე წარმატებული პიანისტია, 7 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

სუადა ჰაჯიზადე მშობლებთან ერთად

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close