საზოგადოება

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა – თანხა 4 000 ლარია

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი განმარტებით, გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. 

„დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

185 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს.

პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: თუ ემიგრაციაში იყავით, საქართველოშიც დაბრუნდით და ბიზნესიდეაც გაქვთ, რომლის განხორციელებას 4000 ლარი ეყოფა, ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა დაგაფინანსოთ. 4000 ლარის ფარგლებში გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ.

გრანტის მისაღებად ბიზნესპროექტის წარდგენაა საჭირო, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს. მოწონების შემთხვევაში კი პროექტი შესაძლოა იმ 200-მდე ბენეფიციარს შორის მოხვდეს, რომლებსაც სახელმწიფო 4000-ლარიანი გრანტებით დააფინანსებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი ორი წლის განმავლობაში ხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი საქმიანობას მიატოვებს და ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა სანქციის გადახდაც კი მოუწიოს.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close