ეკონომიკა

რა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია?

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა, თუ რა ზარალი მიადგა ქვეყნის ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემიის გამო.

„ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები…

„გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა – 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ – 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში საერთაშორისო დახმარების სახით მთლიანობაში  საქართველომ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close