fbpx
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩეპიონატზე ძიუდოში საქართველოსთვის დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: დღეს მოასპარეზე ჩვენი ნაკრების ორივე წევრმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და ძალიან ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიულმა, 19 წლის ილია სულამანიძემ (100 კგ).

საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის უკვე ოთხი მედალი აქვს – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოსი – და მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.

ხვალ, 12 ივნისს საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78).

13 ივნისს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

ნინო ხოშტარია

ვარლამ ლიპარტელიანი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close