მსოფლიო

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა ერდროულად 10 ბავშვი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 37 წლის გოსიამე თამარა სიტჰოლმა ქალაქ პრეტორიაში ორშაბათს საკეისრო კვეთით იმშობიარა. მას 7 ბიჭი და 3 გოგო შეეძინა. სიტჰოლისა და მისი ქმრის თქმით, ორსულობა ბუნებრივი იყო, თუმცა მრავალნაყოფიანი ორსულობები, როგორც წესი, ხელოვნური განაყოფიერების შედეგია. წყვილს 2 უფროსი შვილი – 6 წლის ტყუპები ჰყავს.

მაისში ყველაზე მრავალშვილიანი ორსულობის რეკორდი მაროკოში დაფიქსირდა, სადაც მალის მოქალაქე ჰალიმა სისემ ერთდროულად 9 ბავშვი გააჩინა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close