
ამერიკა დიდი და მრავალფეროვანი ქვეყანაა, ამიტომ მის ყველა მცხოვრებს ერთი საერთო მენტალიტეტით ვერ შევაფასებთ. ქვეყნის ცნობილი ქალაქები და რეგიონები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ამერიკული ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ზოგადი ნიშნის გამოყოფა მაინც შესაძლებელია.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, ზოდიაქოს რომელი ნიშნების არქეტიპები შეესაბამება ამერიკულ გარემოსა და ცხოვრების სტილს.
ასტროლოგიური შეხედულებების თანახმად, ზოდიაქოს ნიშნების გავლენა მხოლოდ ადამიანებით არ შემოიფარგლება – ზოგიერთ ასტროლოგიურ სისტემაში მიიჩნევა, რომ ქვეყნები და სახელმწიფოებიც გარკვეულ ნიშნებთანაა დაკავშირებული. თუმცა კონკრეტული ქვეყნისთვის ერთი ყველაზე გავლენიანი ზოდიაქოს ნიშნის განსაზღვრაზე მოსაზრებები ხშირად განსხვავებულია.
ამიტომ შეი ძლება ვივარაუდოთ, რომ ზოდიაქოსსხვადასხვა ნიშანი ამერიკის სხვადასხვა მახასიათებელსა და ცხოვრების წესის ცალკეულ ასპექტს შეესაბამება.
♊ ტყუპი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამერიკული გარემოს მრავალფეროვნებისა და მუდმივი მოძრაობის ერთგვარი ასტროლოგიური ანარეკლია.
ის ასოცირდება ენებთან და ინფორმაციასთან, კომუნიკაციასთან, ორგანიზებასა და შუამავლობასთან, გარიგებებსა და ანგარიშსწორებებთან, კონტაქტებსა და ურთიერთობებთან.
მრავალეროვან ამერიკაში, სადაც დიდ ქალაქებში ცხოვრება დუღს და გადმოდუღს, კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და აქტიური ტყუპები თავს შესანიშნავად იგრძნობენ. მათთვის ეს გარემო ერთდროულად საინტერესო, დინამიკური და სახალისო იქნება.
♒ მერწყული
ინდივიდუალისტი მერწყული სტერეოტიპულ ამერიკულ გარემოში თავს თავისუფლად და მიღებულად იგრძნობს.
ამერიკულ კულტურაში პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის იდეებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ადამიანები საკუთარ უფლებებს კარგად იცნობენ და მათი დაცვისთვის უკან არ დაიხევენ. მათთვის ასევე ბუნებრივია საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა და ინდივიდუალიზმის გამოვლენა – იქნება ეს გარეგნული იმიჯით, შემოქმედებით თუ ცხოვრების წესით.
ამასთან, ამერიკულ საზოგადოებაში სხვა ადამიანების განსხვავებულობისა და ინდივიდუალიზმის მიმართ გარკვეული ტოლერანტობაც არსებობს.
ბუნებით თვითმყოფადი, ექსტრავაგანტული და თავისუფლებისმოყვარე მერწყული ამ კონტექსტში ამერიკულ ატმოსფეროს შესანიშნავად ერგება.
♌ ლომი
ლომს ამერიკული ცხოვრების ერთი განსაკუთრებით გამოკვეთილი თავისებურება იზიდავს – სურვილი, იყოს საუკეთესო და „ყველაზე მაგარი“.
ლიდერობის თემა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამასთან, ასტროლოგიაში ლომი გართობის, სიამოვნების, შემოქმედებისა და სცენის ნიშანია.
ამერიკულ მუსკისა და კინოინდუსტრიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ლომი თავისი ამბიციებით, მრავალმხრივი ნიჭით, წინსვლის სურვილითა და „ვარსკვლავობისკენ“ სწრაფვით შესანიშნავად შეესაბამება ამერიკული კულტურის ამ მხარეს.
გარდა ამისა, ლომის სიხალისე, გულითადობა და ოპტიმიზმი, ზოგადად, ამერიკულ ცხოვრების წესთანაც საკმაოდ ახლოს დგას.
ასე რომ, ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები სადმე, ჰოლივუდში თავს ისე იგრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში.
♎ სასწორი
დასავლური სოციოკულტურული ნორმები საყვარელი თემაა ტურისტებისთვის, რომლებიც ამერიკაში უცხო ადამიანების „უმიზეზო“ ღიმილს, კეთილგანწყობასა და გარეგნულ გულითადობას ხშირად გაკვირვებით ხვდებიან.
ზოგისთვის ეს მომხიბვლელია, ზოგისთვის კი – გამაღიზიანებელი.
ამერიკული კეთილგანწყობა და „მომარჯვებული“ ღიმილი გარკვეულწილად ჰგავს სასწორის ხასიათს – ამ ნიშნის წარმომადგენლები ხომ დიპლომატიურობითა და ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარების სურვილით არიან ცნობილნი.
ამერიკელები, როგორც წესი, მარტივად იცნობენ ახალ ადამიანებს და ურთიერთობების დამყარება არ უჭირთ. ამასთან, ისინი ხშირად არ ჩქარობენ, მეგობრებსა და ნაცნობებს პირადი პრობლემები თავს მოახვიონ.
ამიტომ სასწორები ამერიკაში ცხოვრების წესს, სავარაუდოდ, საკმაოდ სწრაფად შეეგუებიან.
თამთა გურული



