fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა აპირებს, კოვიდის საწინააღმდეგო აცრა მედპერსონალისთვის სავალდებულო გახადოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 8 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას მიანიშნა, რომ შესაძლოა მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს სამედიცინო მუშაკებისა და ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებების მომსახურე პერსონალისთვის. ინფორმაციას „კათიმერინი“ ავრცელებს.

ციფრული covid-სერტიფიკატების შექმნის შესახებ კანონპროექტზე დებატებისას მან განაცხადა, რომ მთავრობის ძალისხმევა, დაარწმუნოს საზოგადოება ვაქცინაციის სიკეთეში, „მალე“ შეიცვლება მისი „ოფიციალური პოზიციით“ – სავალდებულო გახდეს საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების პერსონალის, აგრეთვე, ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებების თანამშრომელთა ვაქცინაცია.

„მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს სიფრთხილით და იქიდან გამომდინარე, რა იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის აშკარა პრიორიტეტი“, – განუცხადა მან კანონმდებლებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ  412 420  ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 12 346 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსმა საბერძნეთში 15 ადამიანი იმსხვერპლა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close