მსოფლიოპოლიტიკა

ფაშინიანი მზადაა, საკუთარი შვილი აზერბაიჯანს სომეხ ტყვეებში გაუცვალოს – პოლიტთამაშები სომხურად

„ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ჩემს შვილს ვუცვლი ყველა სამხედრო ტყვეში“, – განაცხადა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ აპარანის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას. 

„ტყვეები ბაქოს ციხეებში სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან. ისინი არ გვაპატიებენ, თუკი მათი თავისუფლებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს შევწირავთ მსხვერპლად“, – ასეთი იყო მისი გამოსვლის პათოსი.

ამ განცხადების შემდეგ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ფაშინიანს შესთავაზა, აზერბაიჯანს თავისი შვილი გადასცეს და მის სანაცვლოდ 20-25 სამხედრო ტყვე დაიბრუნოს.

ამ პოლიტიკურ განცხადებებს წინ უსწრებდა კონფლიქტი  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც  აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ, როდესაც მათ აზერბაიჯანელებმა ალყა შემოარტყეს, დააკავეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 20 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ამჟამად მოვალეობის შემსრულებელია. თავად ნიკოლ ფაშინიანი პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ ლიდერია და სააგიტაციო კამპანიაში მონაწილეობს. იგი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმათა, სულ ცოტა, 60%- ს მიიღებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close