პოლიტიკასაქართველო

საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომლებიც ვაქცინას აშშ-ისგან მიიღებენ

რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომლებიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, „იმიტომ რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცულნი“.

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს.

„დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close