ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 ივნისი

7-9 ივნისი კლებადი მთვარის პერიოდია. შეეცადეთ, სამსახურში ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ საკუთარ თავზე, თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ. ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე. ამ პერიოდში სრული ჰარმონიისა და სიმშვიდისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნათესავებთან მჭიდრო კომუნიკაცია. ოჯახური შეხვედრები, გულითადი საუბრები მოგცემთ ძალას და უარყოფითი ემოციების დაძლევაში დაგეხმარებათ.  ამ კვირაში რამდენიმე დღე იდეალურია რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად.  ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, მოახდინიოთ თქვენი ნიჭის დემონსტრირება.  გახსოვდეთ,  რომ ნებისმიერი რისკი გამართლებული უნდა იყოს  – კარგად დაუფიქრდით  თქვენს ყველა ქმედებას.

10 ივნისს ახალი მთვარეა. თუ ამ დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი, შესაძლებელია დაბრკოლებები შეგექმნათ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით და თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეთ. ახლობლებთან ჩხუბის და კამათის დიდი ალბათობა არსებობს, ამიტომ შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. თუ ისინი მაინც წარმოიქმნება, შეეცადეთ, არ გაამწვაოთ და რაც შეიძლება მალე დაასრულოთ.

11-იდან 13 ივნისის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ფრთხილად იყავით, ფული უსარგებლოდ არ დახარჯოთ. მზარდი მთვარის პერიოდში კარგია ახალი ურთიერთობის დაწყება: მეგობრული ან რომანტიკული, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებს. შესაძლოა სადღაც თქვენს ახლოსაა თქვენი მომავალი საბედო ან ერთგული მეგობარი.

ვერძი

ეს პერიოდი იდეალურია რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, თუმცა კოლეგებთან კამათის დროს უმჯობესია კომპრომისზე წახვიდეთ. თქვენი გადაწყვეტილება მომავლისთვის გამოგადგებათ. უფრო ყურადღებიანი იყავით თქვენი ოჯახის წევრების  და ახლობლების მიმართ, მათ შეიძლება დახმარება დასჭირდეთ, მაგრამ თხოვნა ერიდებათ. შაბათ-კვირა ბუნებაში გაატარეთ – ძალას და ენერგიას შეგმატებთ.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

კარგი პერიოდია ძველი პროექტების განსახორციელებლად. შეეცადეთ კვირის ბოლომდე დაასრულოთ დაგროვილი საქმეები, მოგვიანებით ამის გაკეთება გაგიჭირდებათ. შაბათ-კვირა დასვენებას დაუთმეთ. მაგალითად, საღამოობით გაისეირნეთ. ეს ძალიან კარგი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. მარტოხელები ამ კვირაში შესაძლოა თავიანთ ცხოვრების სიყვარულს შეხვდნენ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ტყუპი

რაც უფრო მეტს იმუშავებთ ამ კვირაში, მით უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ კოლეგების თვალში. არ დაიხიოთ უკან, თუ საღამოობით ოფისში დარჩენა ან სამსახურში ადრე მისვლაა საჭირო – ყველა სამუშაო აღირიცხება, თუმცა არც ის დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ყურადღებას ახლობლებიც ელოდებიან. ირგვლივ მყოფებთან  ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება და შაბათ- კვირას კარგი დასვენება საყვარელ ადგილას თქვენი ემოციური მდგომარეობის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კირჩხიბი

მოულოდნელი ამბები ხელს შეუშლის ცხოვრების ჩვეულ კურსს. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები: თუ მათ სწორი კუთხიდან შეხედავთ, ისინი აუცილებლად გამოგადგებათ. აკონტროლეთ თქვენი განწყობა, ნუ შედიხართ სხვებთან კონფლიქტში. კვირის მეორე ნახევარი უმჯობესია  ოჯახთან ან ძველ მეგობრებთან ერთად გაატაროთ. ზოგიერთ მათგანს რთული პერიოდი აქვს, სწორედ თქვენ შეგიძლიათ მათი დახმარება.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ლომი

ამ ბოლო დროს  ნაკლებ ყურადღებას აქცევთ საკუთარ თავს. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე – მაშინ საზაფხულო განწყობაც გექნებათ. ამავე დროს, ახალი გეგმები და პერსპექტივები რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ამ კვირაში არ არის რეკომენდებული მსხვილი ფულადი ოპერაციების განხორციელება. პირიქით, ახლა ჯობია ფული დაზოგოთ და არ დახარჯოთ – მომავალში უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ქალწული

შეეცადეთ რუტინული პრობლემების მოგვარებამ  დეპრესიაში  არ ჩაგაგდოთ. დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ – ის ახლა უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ოდესმე. დაიცავით ძილისა და დასვენების რეჟიმი ისე, რომ ძველმა დაავადებამ თავი არ შეგახსენოთ. ყველაზე საუკეთესო ახლა პასიური დასვენებაა – გაითვალისწინეთ. კარგი დროა ქორწინებისთვის ან რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

 

სასწორი

ვარსკვლავები ამ კვირაში დიდ მოგებას გიწინასწარმეტყველებენ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, თუ ფულის შოვნას შემოგთავაზებენ. კარიერულ კიბეზე ასვლის ან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი საკმაოდ მაღალია. თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობისას ჩვეულებრივზე უფრო დამთმობი იყავით, ნუ უგულებელყოფთ მასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას, არ ღირს იმის დამტკიცების მცდელობა, რომ უფრო ძლიერი ხართ.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მორიელი

შემოქმედებითმა იმპულსმა შეიძლება თქვენი გონება მთლიანად დაიპყროს. თუ სურვილი გაქვთ, რომ საკუთარი ხელით გააკეთოთ რაიმე, მოუსმინეთ შინაგან ხმას და  დაიწყეთ  ახალი საქმე, რემონტი სახლში და ა. შ. ამ პერიოდში სწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მაღალია. მარტოხელა მორიელებს  შანსი აქვთ, გაიცნონ ადამიანი, რომელსაც თავის მომავალს დაუკავშირებენ. ძალიან კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შესყიდვებისთვის.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მშვილდოსანი

ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც ადრე გქონდათ დაგეგმილი. ამავე დროს, ამ კვირის განმავლობაში მოგიწევთ არჩევანის გაკეთება მეგობრებსა და საყვარელ ადამიანს შორის. იყავით ტაქტიანი, მაგრამ მტკიცე – უპირატესობა მიანიჭეთ მეორე ნახევარს ან საყვარელ ადამიანს, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ. მშობლებმა ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ყველაფერს, თუ რას ამბობენ და რას აკეთებენ მათი შვილები. ასე შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები ან დროულად მისცეთ მათ საჭირო რჩევა.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

მოგეხსენებათ, წარმატებას და ბედნიერებას ყვირილი არ უყვარს. ასე რომ, ჯერ არ მოუყვეთ სხვებს თქვენი წარმატებების შესახებ. თვალი არ გეცეთ! იპოვეთ ძალა, შეურიგდეთ მათ, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ.  და შეეცადეთ ახალი პრობლემები არ შეგექმნათ, რადგან ახლა შეიძლება განწყობა შეგეცვალოთ და ზოგიერთი ნაბიჯი დაუფიქრებლად გადადგათ. ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყებად. შაბათ-კვირა ბუნებაში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მერწყული

თუ კვლავ მარტოხელა ხართ, მზად იყავით საბედოსთან შესახვედრად. ამ პერიოდში დასაშვებია ფლირტი ყოველმხრივ, რათა შანსი ხელიდან არ გაუშვათ. სამსახურში საუბრისას ფრთხილად იყავით, ნებისმიერი არასწორი სიტყვა შეიძლება მომავალში თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. კარგი დროა ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ეს ემოციების ახალ ტალღას მოგიტანთ და საშუალებას მოგცემთ განსხვავებული თვალით შეხედოთ არსებულ რეალობას.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თევზები

ამ კვირაში თამამად განახორციელეთ თქვენი გეგმები, მათ კარგი ფინანსური სარგებელი მოაქვთ. თევზებისთვის მთელი კვირა იღბლიანია შემოსავლისა და კარიერის თვალსაზრისით, მაგრამ  ამ პერიოდში შეიძლება დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდეთ, ვიღაც გააკრიტიკოთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი! სიმშვიდის შენარჩუნებაში მეგობართან საუბარი ან პარკში მარტო გასეირნება დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა რეკომენდებული არ არის.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close