რას არ გაიგებ/ფაქტები

გმირი ვირთხა, რომელსაც კამბოჯაში ოქროს მედალი მიანიჭეს, პენსიაზე გავიდა

ვირთხა „მაგავა“, რომელსაც კამბოჯაში გმირობისთვის ოქროს მედალი მიანიჭეს, პენსიაზე გავიდა.

2020 წელს კამბოჯაში გაწვრნთილმა ვირთხამ, რომელმაც 39 ნაღმი და 28 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა იპოვა, ორგანიზაცია PDSA-ს საპატიო ჯილდო მიიღო.

1967-1975 წლების სამოქალაქო ომის დროიდან კამბოჯის ტერიტორიაზე 6 მილიონზე მეტი ნაღმია დარჩენილი. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში ნაღმზე აფეთქებას 77 ადამიანი ემსხვერპლა, 40 ათასზე მეტ ადამიანს კი კიდურები აქვს ამპუტირებული, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვირთხებს განაღმვის სამუშაოებში მათი მცირე წონის გამო იყენებენ – როდესაც ვირთხა ნაღმს აბიჯებს, ის არ ფეთქდება. გარდა ამისა, ვირთხები ტერიტორიას ადამიანზე უფრო სწრაფად იკვლევენ – ერთი და იმავე ფართობის შესასწავლად ვირთხას 30 წუთი, ადამიანს კი რამდენიმე დღე სჭირდება. ეს უკავშირდება იმას, რომ ვირთხებს ქიმიურ შენაერთებზე რეაგირებას ასწავლიან და ისინი, ლითონდეტექტორით შეიარაღებული ადამიანისგან განსხვავებით, უბრალო ლითონის ნივთებზე არ რეაგირებენ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close