მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ამერიკელი ქალი, რომელიც კანალიზაციის მილებში დაიკარგა, სამი კვირის შემდეგ იპოვეს

ამერიკელი ქალი, რომელიც კანალიზაციაში დაიკარგა, სამი კვირის შემდეგ მაშველებმა მეზობელ შტატში იპოვეს და მიწიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ WKMG-TV იუწყება.

43 წლის ლინდსი კენედი ტეხასის სარეაბილიტაციო ცენტრში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაიქცა. პოლიციამ მისი პოვნა მოახერხა, თუმცა როდესაც დაკავება სცადეს, ქალს ფეხი დაუცდა, სანიაღვრე არხში ჩაეშვა და მიწისქვეშ გაქრა.

პოლიციასთან ერთად, ლინდსის ძებნაში მისი ნათესავები და მეგობრებიც ჩაერთვნენ. ქალის ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით გაარკვიეს, დაკარგული დაახლოებით სად უნდა ეძებნათ  და მიმდებარე მიწისქვეშა კომუნიკაციების შემოწმებას შეუდგნენ. ძებნის დროს საკანალიზაციო მილებში საკვებს და წყალს ტოვებდნენ, რომ ქალი შიმშილით არ მომკვდარიყო.

სამკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ფლორიდის ქალაქ დელრეი ბიჩში გამვლელს მიწიდან ყვირილის ხმა მოესმა და მაშველები გამოიძახა. ლინდსი კენედი ორმეტრიანი სადრენაჟო მილიდან დამოუკიდებლად ამოძვრა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოათავსეს. ახლობლების თქმით, ქალს, რომელიც მანამდე ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა, ფსიქოზი და პოსტტრავმული სტრესი აქვს.

progressnews.press

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close