fbpx
კინო/ფილმებიარტისტი

ფილმი, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის კინოფესტივალის ნომინანტია

რუსი რეჟისორის, ალექსეი გერმანის (უმცროსი) ფილმი „საქმე“ („საქმე, შინაპატიმრობა“), რომელშიც მსახიობი მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის კინოფესტივალზეა წარდგენილი. ამის შესახებ ხუთშაბათს, 3 ივნისს ფესტივალის მხატვრულმა დირექტორმა ტიერი ფრემომ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც კინოფესტივალის პრესტიჟული პრემიის მოსაპოვებლად ნომინანტები დასახელდნენ.

ფილმში „საქმე“, რომელსაც თავიდან „30 დღე, 30 ღამე“ ერქვა, მოგვითხრობს რუსეთის პატარა ქალაქში მცხოვრები ქართველი მასწავლებლს შესახებ, რომელიც ამ ქალაქში მდებარე უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის. მერაბ ნინიძის გმირი – დავითი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს და ამის გამო შინაპატიმრობაში აღმოჩნდება. ფილმის რეჟისორის თქმით, მთავარი გმირი სამართლიანობისთვის იბრძვის, იცავს თავის იდეალებს და ზოგჯერ – სიცოცხლის უფლებასაც კი. ფილმის გადაღება პანდემიის პირობებში მიმდინარეობდა და მხოლოდ 25 დღე დასჭირდა.

ალექსეი გერმანის სრულმეტრაჟიანი დრამა წარდგენილია სპეციალურ სექციაში – „განსაკუთრებული ხედვა“ (Un Certain Regard). მასთან ერთად ამ კატეგორიაში 18 ფილმი მოხვდა მთელი მსოფლიოდან.

წლის ერთ-ერთი უმთავრესი კინომოვლენა, კანის რიგით 74-ე კინოფესტივალი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე 6-იდან 17 ივლისამდე გაიმართება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close