მსოფლიოსაზოგადოება

ესპანელ მეძავებს სასამართლომ პროფკავშირების ჩამოყალიბების უფლება მისცა

ესპანეთში პროსტიტუცია კანონით დაშვებული არ არის, თუმცა არც იკრძალება

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მეძავებს ნება დართო, ჩამოაყალიბონ საკუთარი პროფკავშირები, იუწყება გამოცემა The Local-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროფკავშირები, სახელწოდებით OTRAS (ანუ „სექსმუშაკთა ორგანიზაცია“) ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა, თუმცა სამი თვის მერე გაუქმდა, მას შემდეგ, რაც პედრო სანჩესის მთავრობამ აპელაციით მიმართა სასამართლოს. როგორც ირკვევა, მაშინ მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ OTRAS-ის წესდება „დაქირავებულ პროსტიტუციას“ მოიაზრებდა.

სექსმუშაკთა პროფკავშირმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და გაიმარჯვა კიდეც. როგორც ახალ დადგენილებაშია ნათქვამი, პროფკავშირული ორგანიზაციის წესდება სრულად შეესაბამება კანონს, ხოლო ამ ინდუსტრიის მუშაკებს ასევე აქვთ ასოციაციებისა და ორგანიზაციების ჩამოყალიბების ფუნდამენტური უფლება.

აღინიშნება, რომ ამ შემთხვევაში საუბარია მეძავებზე, რომლებიც საკუთარი თავისთვის მუშაობენ და არა სუტენიორებზე. საქმე ისაა, რომ ესპანეთში პროსტიტუცია არც უკანონოა და არც კანონიერი – მის მიმართ ერთგვარი ტოლერანტული დამოკიდებულება არსებობს, სამაგიეროდ კანონით აკრძალულია სუტენიორობა.

როგორც ცნობილია, მეძავთა პროფკავშირები არც ისე იშვიათი მოვლენაა. მსგავსი ორგანიზაციები მუშაობს გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდში.

 წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close